საპილოტე ვერსია. ონლაინ გადახდა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი: მყიდველი უხდის მომწოდებელს პირდაპირ, შეთანხმებული პირობებით.
DirectShop — პირდაპირ

გახდი მომწოდებელი

იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.

უფასო რეგისტრაცია
რეგისტრაცია და პროდუქციის განთავსება უფასოა.
4% საკომისიო
საკომისიოს იხდის მომწოდებელი ინვოისის საფუძველზე; მყიდველის გადახდიდან არ იქვითება. იანგარიშება ფასდაკლებული პროდუქციის ღირებულებიდან, დღგ-სა და მიწოდების გარეშე.
გადახდა პირდაპირ თქვენთან
მყიდველი გიხდით პირდაპირ, საბანკო გადარიცხვით, შეკვეთის შეთანხმებული პირობების მიხედვით. თანხის მიღებას თქვენ აფიქსირებთ პლატფორმაზე. DirectShop მყიდველის თანხას არ იღებს და არ გადარიცხავს.
საკომისიოს ინვოისი
4%-იანი საკომისიოს ინვოისი გამოგეწერებათ ცალკე, შეკვეთის მიწოდების ან გადაცემის შემდეგ; გადახდის ვადა განისაზღვრება მომწოდებლის ხელშეკრულებით.

რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ

  1. შექმენით ანგარიში და დაადასტურეთ ელფოსტა.
  2. მიიღეთ პირობები და შექმენით ორგანიზაცია მომწოდებლის როლით.
  3. დაელოდეთ ადმინისტრატორის მიერ გადამოწმებას, შემდეგ დაამატეთ შეთავაზებები.